ჩემოდნის ზომა მოგზაურობის ხანგრძლივობაზე, ბარგის რაოდენობასა და ფრენის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენი ჩემოდნები სამ ზომაშია - S, M და L. თითოეული ნივთის გვერდზე ზუსტ ზომებს ზომების ცხრილში ნახავთ.
S - მოკლე მოგზაურობისთვის
პატარა ჩემოდანი (დაახლოებით 55-57 სმ სიმაღლის) 2-4-დღიან მოგზაურობას ან ხელბარგს შეეფერება. ავიაკომპანიები ხელბარგის ზომას სხვადასხვაგვარად ზღუდავენ - ფრენამდე აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი ავიაკომპანიის წესები.
M - ერთკვირიანი მოგზაურობისთვის
საშუალო ზომა (დაახლოებით 66-71 სმ) ერთი ადამიანის ერთკვირიან ბარგს იტევს და, როგორც წესი, ბარგად ბარდება.
L - ხანგრძლივი მოგზაურობისა და ოჯახისთვის
დიდი ჩემოდანი (დაახლოებით 74-84 სმ) ორკვირიანი მოგზაურობისთვის ან რამდენიმე ადამიანის ნივთებისთვისაა.
ნაკრები - სამივე ერთად
თუ ხშირად მოგზაურობთ, ჩემოდნების ნაკრები ყველა ზომას ერთად გაძლევთ.
რჩევისთვის მოგვწერეთ ან გვეწვიეთ ნებისმიერ მაღაზიაში - სიამოვნებით დაგეხმარებით.
