კარგად ჩალაგებული ჩემოდანი მოგზაურობის ნახევარი წარმატებაა. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც ყოველ ჯერზე გამოგადგებათ.

  • ტანსაცმელი დაახვიეთ და ნუ დაკეცავთ - ნაკლებ ადგილს იკავებს და ნაკლებად იჭმუჭნება.
  • მძიმე ნივთები (ფეხსაცმელი, წიგნები) ბორბლების მხარეს მოათავსეთ - ასე ჩემოდანი უფრო მყარად დგას.
  • კოსმეტიკა და ჰიგიენის ნივთები ცალკე, კოსმეტიკის ჩანთაში ჩაალაგეთ.
  • დოკუმენტები, ფული და აუცილებელი წამლები ყოველთვის ხელბარგში წაიღეთ.
  • ფეხსაცმელი ჩანთაში ან პარკში ჩადეთ, რომ ტანსაცმელი არ დაასვაროს.
  • დატოვეთ ცოტა თავისუფალი ადგილი სუვენირებისთვის.
  • ფრენამდე აწონეთ ჩემოდანი და გადაამოწმეთ ავიაკომპანიის წონის ლიმიტი.

კოსმეტიკის ჩანთა - მოგზაურობის მეგობარი

კოსმეტიკის ჩანთა ყველაფერს ერთ ადგილას ინახავს და სასტუმროშიც მოსახერხებელია. ნახეთ ჩვენი კოსმეტიკის ჩანთები ქვემოთ.